Wednesday, July 16, 2014
მეცხრე დღე
დღეს, ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეს განვიხილეთ ჩვენი პორტფოლიოები. ვიყავით ერთმანეთის შავი და თეთრი ოპონენტები, მივეცით ერთმანეთს კონსტრუქციული რჩევები.
პროექტმა შემძინა საკმაოდ დიდი გამოცდილება. თავიდან გამიჭირდა პროექტის არსში ჩაწვდომა, ყველაფერს რთულად ვაკეთებდი, მაგრამ შემდეგ ჩავწვდი მის არსს და ვფიქრობ, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იქნება ნასწავლი მასალის საკუთარ, ყოველდღიურ ცხოვრებასთან მორგება.
საერთოდ მიყვარს სწავლა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უფალს, აქ რომ მოვხვდი, intel-ს ამ პროექისთვის, ჩვენს ტრენერს-გვანცას ამდენი სიახლის მოწოდებისა და სწავლებისათვის, აგრეთვე ტრენინგის მონაწილეებს საინტერესო რჩევებისთვის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment