Wednesday, July 16, 2014

მეცხრე დღე

დღეს, ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეს განვიხილეთ ჩვენი პორტფოლიოები. ვიყავით ერთმანეთის შავი და თეთრი ოპონენტები, მივეცით ერთმანეთს კონსტრუქციული რჩევები. პროექტმა შემძინა საკმაოდ დიდი გამოცდილება. თავიდან გამიჭირდა პროექტის არსში ჩაწვდომა, ყველაფერს რთულად ვაკეთებდი, მაგრამ შემდეგ ჩავწვდი მის არსს და ვფიქრობ, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იქნება ნასწავლი მასალის საკუთარ, ყოველდღიურ ცხოვრებასთან მორგება. საერთოდ მიყვარს სწავლა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უფალს, აქ რომ მოვხვდი, intel-ს ამ პროექისთვის, ჩვენს ტრენერს-გვანცას ამდენი სიახლის მოწოდებისა და სწავლებისათვის, აგრეთვე ტრენინგის მონაწილეებს საინტერესო რჩევებისთვის.

Sunday, July 13, 2014

დღე მერვე

დღეს განვიხილეთ სასწავლო დავალებები, განვიხილეთ ფასილიტაციის როლი სასწავლო პროცესში.ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. შევისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება, drive-ზე შევქმენით პორტფოლიო, გვასწავლეს ჩვენს პორტფოლიოში მასალის ჩაწერა.

Thursday, July 10, 2014

დღე ნეშვიდე.

დღეს დავამუშავეთმეექვსე მოდული-მოსწავლეთა საჭიროების განსაზღვრა, დავამუშავეთ გარდნერისა და ბლუმის მატრიცა. ვისწავლეთ პროგრამაyou tube-დან მასალის გადმოტანა ბლოგზე და მისი წაშლაც.

Monday, July 7, 2014

დღე მეექვსე

დღე მეექვსე-დღეს გავიარეთ მოდულები-მეოთხე და მეხუთე-სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა, მოსწავლის როლის მორგება, შეფასება. ვისწავლეთ პრეზენტაციის შექმნა პროგრამა powerpoint-ში, მასალის გადმოწერა პროგრამა youtube-დან.

Friday, July 4, 2014

დღე მეხუთე

დღეს განვიხილეთ ჩვენი დავალებები, მივეცით ერთმანეთს რჩევები, ვისწავლეთ ჩვენი ნამუშევრის დისკზე ჩაშენება. გვასწავლეს დისკზე ატვირთული პრეზენტაციის შეცვლაზე მუშაობა.

Tuesday, July 1, 2014

მეოთხე დღე

განმეორებით ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე-დავამუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების სქემა,  მოგვცეს დავალება powerpoint -ში.

Saturday, June 28, 2014

დღე მესამე

                    დღეს        დავიწყეთ პროექტის შაბლონის შევსება, დავამუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.
 გავიაზრეთ პროექტის დამუშავების მიმართულება-პროექტი პრობლემის წამოწევიდან რომ უნდა დავიწყოთ და აქედან დავამუშავოთ კონკრეტული რეკომენდაციები.
ვისწავლეთ ჩვენს gmail-ზე ფაილის გადმოწერა და შენახვა.