Saturday, June 28, 2014

დღე მესამე

                    დღეს        დავიწყეთ პროექტის შაბლონის შევსება, დავამუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.
 გავიაზრეთ პროექტის დამუშავების მიმართულება-პროექტი პრობლემის წამოწევიდან რომ უნდა დავიწყოთ და აქედან დავამუშავოთ კონკრეტული რეკომენდაციები.
ვისწავლეთ ჩვენს gmail-ზე ფაილის გადმოწერა და შენახვა.

Friday, June 27, 2014

            დღე მეორე.
გავეცანით საპროექტო იდეებს, გავეცანით პროექტის მახასიათებლებს, პროექტის პუბლიკაციის არსს, მიზანს.
ვისწავლეთ გამზადებულ შაბლონებზე მუშაობა.
 ჩვენ თავად შევქმენით შაბლონები-ვისწავლეთ ფოტოს შემოტანა. ეს დაგვეხმარება პროექტის გამრავალფეროვნებაში.
დღე ნაყოფიერად წარიმართა. უფრო ღრმად ვეცნობით პროექტის მიზანს, მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტის შექმნის გზას.

Wednesday, June 25, 2014


გავეცანი პროექტზე მუშაობის სპეციფიკას. ვთვლი, რომ  მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს შეუწყოფს ბავშვების დაინტერესებას. ჩემი აზრით გაიზრდება სწავლისთვის მოტივირებული ბავშვების რიცხვი, რადგან მათ უყვართ კომპიუტერთან მუშაობა. ვთვლი, რომ სწავლის პროცესი მათთვის უფრო სახალისო გახდება, რაც ხელს შეუწყოფს სწავლის ხარისხის ამაღლებას.